top of page

ბიოლაბორატორიები - რუსეთის ინფორმაციული ომის სამიზნე

Pipetting Samples

კრემლი სამხედრო ინტერვენციის გამართლების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებს ასახელებს

რუსეთი დღემდე აგრძელებს დეზინფორმაციული კამპანიის წარმართვას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.ერთ-ერთი თეორია უკავშირდება უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ბიოლაბორატორიებს და იქ ბიოლოგიური იარაღის დამზადების ფაქტებს,რომელსაც რუსეთი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად იყენებს.

 

პროპაგანდა ბიოლაბორატორიებზე ახალი არ არის,კრემლი წლებია ავრცელებს დეზინფორმაციას პოსტსაბჭოურ ქვეყნებში არსებულ ბიოლაბორატორიებზე.რუსული ნარატივის მიხედვით, ამერიკელები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ლაბორატორიებში პათოგენებსა და მომაკვდინებელ დაავადებებს ქმნიან,რაც მათ წინააღმდეგაა მიმართული.

როდის დაიწყო პროპაგანდისტული თავდასხმა?

პროპაგანდისტული თავდასხმა,ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო,როგორც ‘’Pyrra Technologies’’, კიბერუსაფრთხოების და საფრთხის დაზვერვის კომპანიამ განაცხადა, პირველად ‘’აშშ-ს მიერ დაფინანსებული’’ ბიოლაბორატორიების ხსენება სოციალურ ქსელ Gab-ზე 14 თებერვალს, შეჭრამდე 10 დღით ადრე მოხდა. Pyrra-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ველტონ ჩენგმა-მა გამოქვეყნებული თვითით განაცხადა, რომ 24 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც რუსეთმა შეჭრა დაიწყო, ვებგვერდებზე ბიოლაბორატორიების შესახებ პოსტების რაოდენობა ასობით გაიზარდა,პარალელურად, რუსულენოვან მედიებში ვრცელდებოდა ინფორმაცია უცხოეთიდან მართული სამხედრო ლაბორატორიების ‘’აკრძალული’’ საქმიანობის შესახებ

ბრალდებებს, თითქოს ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ცდიან კრემლი წლებია უსაფუძვლოდ ავრცელებს და მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკური ჩარევის საბაბად იყენებს. კრემლი ცდილობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშენებული ლაბორატორიები,საშიში პათოგენების გავრცელებაში,აკრძალულ საქმიანობასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დაადანაშაულოს.მათ საქმიანობას კი აშშ-ს უკავშირებს და ღიად აცხადებს, რომ ამერიკა იქ მიმდინარე ცდებს ათობით მილიონი დოლარით აფინანსებს. რუსეთის მხრიდან გავრცელებული ამგვარი ბრალდებები აშშ-ს და საქართველო-უკრაინის ურთიერთობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენება

ომის პერიოდში გავრცელებული დეზინფორმაციები

ომის პერიოდში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია,რომლის მიხედვითაც უკრაინელები ცდებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებზე ატარებდნენ.24 მარტს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხარკოვის ბიოლაბორატორიაში 20 ჯარისკაცი დაიღუპა, 200 კი ჰოსპიტალიზირდა.რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ჯამში ექსპერიმენტში 4000ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.


14 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა განაცხადა რომ ხარკოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს პატიენტებზე, ძირითადად 40-60 წლის ადამიანებზე,მოგვიანებით ეს დეზინფორმაცია გავრცელდა ვიცე-სპიკერ ირინა იაროვაიას მიერაც, მან განაცხადა,რომ აშშ-ს ბიოლოგიურმა პროგრამამ უკრაინელები ‘’ექსპერიმენტის ობიექტებად’’ აქცია.

3396-7208.jpg
229688-5x3-topteaser1260x756.jpg

მარტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც აშშ და უკრაინა დაადანაშაულა საიდუმლო „სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის“ განხორციელებაში. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მათ ხარკოვის ლაბორატორიაში აღმოაჩინეს "emergency clean-up" დოკუმენტები  რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ს საიდუმლო ოპერაციასთან, რაც გულისხმობს ბიოლოგიური პათოგენების სწრაფ განადგურებას. კრემლმა ეს ამერიკის ‘’საიდუმლო’’ საქმიანობასთან დააკავშირა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას,რომ უკრაინის ბიოლატორატორიებში საშიშ პათოგენებზე მუშაობა მიმდინარეობს და უკრაინა რუსეთის ‘’ოპერაციის’’ შემდეგ მათ განადგურებას ცდილობს.კონკეტულად, რუსულმა მედიასაშუალებებმა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ხარკოვისა და პოლტავას რეგიონულ ცენტრების 25 თებერვლის ბრძანება გაავრცელეს. ამ ბრძანების მიხედვით, ბიოლოგიური პათოგენები სამხედრო მოქმედებების გამო უნდა განადგურებულიყო.სინამდვილეში ბიოლოგიური პათოგენების განადგურება ლაბორატორიის პროტოკოლისთვის ჩვეულებრივი ნორმაა,შესაძლო ‘’გაჟონვისგან’’ თავის ასარიდებლად.

კონსპირაცია ჰანტერ ბაიდენის
ბიოლოგიურ იარაღთან
კავშირის შესახებ

5167.webp

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია,რომელიც უკრაინში არსებულ ბიოლაბორატორიებს უკავშირდება და ამერიკის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული გავრცელდა 27 მარტს რუსეთის პირველი არხის ეთერში.მათი მტკიცებით,აშშ-ს პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი,უკრაინაში ბიოლაბორატორიების დაფინანსებაში მონაწილეობს.ჟურნალისტის თქმით,ბაიდენის კავშირი ბიოლაბორატორიებთან მისი კომპიუტერიდან გაჟონილი ინფორმაცით დასტურდება.პირველი არხის განცხადებით, ჰანტერ ბაიდენის ელ.წერილი ადასტურებს მის კავშირს ამერიკულ სამედიცინო კომპანია Metabiota-სთან, რომელიც სპეციალიზირებულია სასიკვდილო პათოგენების შესწავლაში და თანამშრომლობს პენტაგონთან. აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, ესენია: იგორ კირილოვის 24 მარტს გამართულ ბრიფინგი და ბრიტანული გა

მოცემის – Daily Mail-ის 25 მარტს გამოქვეყნებული სტატია.სტატიაში გამოქვეყნებული მეილების ავთენტურობა ღია წყაროებით არ დასტურდება,გარდა ამისა აღსანისნავია რომ Metabiota უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას არ აფინანსებდა.ამავე ადამიანის სახელს დაუკშირეს ‘’აზოვასტალის’’ქვეშ საიდუმლო ლაბორატორიის არსებობა.10-11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,ზემოთხსენებულის (ჰანტერ ბაიდენი) სახელთან დაკავშირებულმა metabiota-მ მარიუპოლში მდებარე ინდუსტრიულ ზონის ქვეშ, 30 მეტრის სიღრმეზე ნატოს საიდუმლო ბიოლაბორატორია ააშენა.

ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები კრემლის კონსპირაციის ნაწილია,რომელიც ბიოსაფრთხეების შიშების დათესვას ისახავს მიზნად

კრემლის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიზანმიმართულად იყენებს გეოგრაფიულ ფაქტორს და ცდილობს ბიოლაბორატორიების აშენებას რუსეთის საზღვრებთან ახლოს.აქედან გამომდინარე კრემლს უკრაინის გარდა,ეჭვი შეაქვს თბილისში,კერძოდ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაში.

საქართველოში არსებულ ბიოლაბორატორიაზე არაერთი პროპაგანდისტული განცხადება ვრცელდებოდა ომამდე,ხოლო ომის შემდეგ გავრცელებულმა ინფორმაციებმა ირიბი მუქარის სახე მიიღო.

 

 14 მარტს ექსპერტ,მიხაილ ალექსანდროვის პასუხი, Regnum-ის კორესპოდენტს:’’თუ საქართველო უარს იტყვის რუსი ინსპექტორების შეყვანაზე მის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება, განახორციელოს მათზე სარაკეტო შეტევა..ეს ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნევს’’-თქვა მან.

მიხაილ ალექსანდროვის აზრს იზიარებენ საქართველოშიც.18 მარტს ერთ-ერთმა ფბ ანგარიშმა გაავრცელა პოსტი,სადაც რუსეთის მუქარას ახსენებს და მოსახლეობას ლაბორატორიის დახურვის მოთხოვნისკენ მოუწოდებს.გარდა ამისა,“საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” თავმჯდომარე გიორგი ირემაძე ამბობს,რომ რუსული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ფაქტორი უკრაინაში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების არსებობა იყო,ლუგარზე საუბრისას კი ის ამბობს რომ ლაბორატორია სახელმწიფომ კონტროლზე უნდა აიყვანოს და არ დაუშვას რომ ამერიკელებმა იქ სახიფათო ექსპერიმენტები აწარმოონ,ამით კი საფრთხე შეუქმნან რეგიონს. გიორგი ირემაძე, ღიად ებრძვის ლუგარის ლაბორატორიას და იზიარებს კრემლის აზრს,იმის შესახებ,რომ ‘’აშშ-ს მიერ დაფინანსებულ’’ ლაბორატორიებში საშიშ პათოგენებზე მუშაობა მიმდინარეობს,აქედან გამომდინარე რუსეთის რეაქცია მისთვის გასაკვირი არ არის. მისივე თქმით,მას არაერთი ინტერვიუ და სტატია მიუძღვნია ლუგარის ლაბორატორიისთვის, უფრო მეტიც,2018 წელს მაინც დოკუმენტური ფილმი გადაიღო,სადაც დეტალურად არის ნაჩვენები რა ხიფათის შემცველია საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გაკონტროლებული ბიოლაბორატორია

მითების დეტექტორის მკვლევარი თინა თვაური საუბრობს ომის პერიოდში გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და რუსეთის აგრესიის მიზეზებზე 

bottom of page